
ჩვენ, ეკლესია მზად ვართ, რომ ადამიანებთან, რომლებიც ამ სენით არიან დაავადებული, მივიდეთ იქ, სადაც არიან და ვაზიაროთ, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.
დეკანოზის განმარტებით, ქრისტიანებისთვის ზიარება არის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოება და ეკლესიაში ყველა მსახურება ტარდება იმისთვის, რომ ადამიანი თანაზიარი იყოს ქრისტეს სისხლისა და ხორცისა, რაც უმნიშვნელოვანესია.
ეს საინტერესოა:
„ეკლესია არ გაურბის ამ ვალდებულებას, პირიქით, მზად ვართ ამ ადამიანებთან მივიდეთ და მათ ქრისტეს სისხლი და ხორცი მივაწოდოთ“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკლიამ.
საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით დაინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული. მსოფლიოს მასშტაბით კი COVID-19-ის შემთხვევებმა 126 ათასს მიაღწია.























