20:43 | 2021-05-19 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„ნაღვლიანია და ადვილად შესამჩნევია მისი უხასიათობა“ – სად და რა პირობებში იმყოფება ბავშვი, რომელსაც მშობლები ნარკოტიკების გაყიდვას აიძულებდნენ

„ნაღვლიანია და ადვილად შესამჩნევია მისი უხასიათობა“ – სად და რა პირობებში იმყოფება ბავშვი, რომელსაც მშობლები ნარკოტიკების გაყიდვას აიძულებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საზარელი დანაშაული გამოვლინდა – ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში მშობლებს არასრულწლოვანი შვილი ჰყავდათ ჩაბმული. მშობლებს პატიმრობა მიესაჯათ, შემთხვევა თბილისში, ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

 

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით ნარკოტიკების გასაღებაში ჩართული ბავშვი საცხოვრებლად დეიდასთან გადავიდა. ინფორმირებული წყარო ამბობს, რომ ის დეიდასთანაც არ საუბრობს, არის შეშინებული და სტრესის ქვეშაა.

 

 

 

 

“ბავშვი დეიდამ წამოიყვანა საცხოვრებლად, ის არც ისე პატარაა – 7 წლის, რომ ვერ ხვდებოდეს ვერაფერს, ბოლოს და ბოლოს, როგორებიც არ უნდა იყვნენ, მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და რა თქმა უნდა, ისინი ენატრება.

 

საერთოდ არ საუბრობს ამ თემაზე, არც დეიდასთან და არც არაფერს ამბობს, ნაღვლიანია და ადვილად შესამჩნევია მისი უხასიათობა. იმდენად დიდი სტრესის ქვეშ არის, რომ პოლიციამაც კი მიზანშეწონილად არ ჩათვალა ბავშვის გამოკითხვა.” – ამბობს წყარო.

 

 

 

 

“პრაიმტაიმი” სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მოზარდი ბიოლოგიურ ნათესავთან უსაფრთხო გარემოში ცხოვრობს და მასთან ფსიქოლოგი მუშაობს.

 

“მოზარდი ბიოლოგიურ ახლო ნათესავთან ცხოვრობს. შემთხვევაზე სოციალური მუშაკები მონიტორინგს ახორციელებენ. არასრულწლოვანი ფსიქორეაბილიტაციის კურსს გადის და მას მიეწოდება ყველა ის სერვისი, რომლის საჭიროებაც იკვეთება.” – აცხადებენ უწყებაში.

 

 

 

 

ცნობისთვის, მომხდარზე შსს-მ გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X