
რატომ გახდა ბერა ივანიშვილის tik-tok პოლიტიკური და სრულიად საზოგადოების განხილვის საგანი, როდესაც ვიდეოები მხოლოდ გართობის მიზნით უდევს და თავად tik-tok პლატფორმაც მხოლოდ გასართობადაა შექმნილი?
ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის გასართობი ვიდეო იხილა. ვიდეო სწორედ ბერამ, tik-tok-ზე გუშინ გამოაქვეყნა და ის დღემდე განსჯის თემაა.
საზოგადოება მამა შვილის tik-tok ვიდეოს აკრიტიკებს და საკმაოდ სალანძღავ კომენტარებსაც უწერენ.
იქამდე კი ბერა და ნანუკა სხვადასხვა გასართობ ვიდეოებს აქვეყნებდნენ, რომელსაც საოცრად დადებითი ემოციები და კომენტარები ჰქონდა მათი გამომწერების მიერ.
ასევე ნანუკამ აღდგომის დღესასწაული სოციალური ქსელის მომხმარებლებს ახალი და ორიგინალური ვიდეოთი მიულოცა.
გთავაზობთ ვიდეოებს ბერა და ნანუკას tik-tok-იდან, სანამ ბიძინა ივანიშვილთან გადაღებულ ვიდეოს გამოაქვეყნებდნენ.
ვიდეოებში მათი ვაჟი – ბერუკაც ხშირად მონაწილეობს, რომელიც ცნობილ წყვილს 2019 წლის ნოემბერში შეეძინა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოცქსელებში.






















