22:16 | 2021-06-09 ავტორი: Prime Time

ნახეთ, ევროპის რომელმა ქვეყნებმა გახსნეს საზღვრები ვაქცინირებული ქართველებისთვის

ნახეთ, ევროპის რომელმა ქვეყნებმა გახსნეს საზღვრები ვაქცინირებული ქართველებისთვის

ევროპარლამენტმა ციფრული COVID პასპორტის შემოღების ინიციატივას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ქვეყნების დაყოფა ფერების მიხედვით არ უნდა მოხდეს.

 

ამასთან, სერტიფიკატი არ არის თავისუფალი გადაადგილების წინაპირობა, რადგან დოკუმენტი ევროკავშირის ქვეყნებს უტოვებს საშულებას ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილება, ვისთვის რა პირობებით გახსნიან საზღვრებს.

 

ინდივიდუალურად საფრანგეთმა დღეიდან საზღვრების გახსნის სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნები დაყოფილია 3 ფრად. საქართველო ნარინჯისფერ ვარიანტს მიეკუთვნება, სადაც ვირუსი კონტროლს ექვემდებარება და განსაკუთრებულად საშიში შტამები არ დომინირებს. ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინით აცრილებისთვის, თუ იქნება ორი ინექციიდან 14 დღე გასული, სავალდებულოა PSR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან მონაცემი, რომ პირს ვირუსი გადატანილი აქვს. 2 დღის წინ მსგავსი გადწყვეტილება ესპანეთმა და ავსტრიამაც მიიღო, სადაც საქართველოს მოქალაქეებს მოგზაურობა უკვე შეუძლიათ. ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნები, გადაწყვეტილებას 1-ელ ივლისს გამოაცხადებენ.

 

რუსთავში კაცს მოგებული 300 ათასი ლარი გაუნულეს და დაწესებულებიდან გამოაგდეს
2021-06-09რუსთავში კაცს მოგებული 300 ათასი ლარი გაუნულეს და დაწესებულებიდან გამოაგდეს

 

საზოგადოება შესაძლოა სხვადასხვა ინტერპრეტაციებმა დააბნიოს, რომ ჩინური პრეპარატით აცრის შემდეგ ევროპის რომელიმე ქვეყანაში შესვლას ვერ შევძლებთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ საქართველო ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

 

საქართველოში მოქალაქეები 4 ვაქცინით არიან აცრილი. იმ პრეპარატით, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი დარწმუნებულია, რომ ორჯერადად აცრილ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში მოგზაურობის შესაძლებლობა ექნება.

 

საქართველო კი შუქნიშნის პრინციპს არ იყენებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც ქვეყნების ჩამონათვალს ყოველკვირეულად ანახლებს. შემოსვლა მოგზაურებს დაახლოებით 60 ქვეყნიდან შეუძლიათ. იმ სახელმწიფოებიდან, სადაც სტაბილურია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.

ავტორი: Prime Time

X