11:45 | 2021-02-17 ავტორი: Prime Time

ნახეთ ყველა ადგილი საქართველოში, სადაც ავტომობილით გადაადგილება შეზღუდვებით მოგიწევთ

ნახეთ ყველა ადგილი საქართველოში, სადაც ავტომობილით გადაადგილება შეზღუდვებით მოგიწევთ

ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა  გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, თუ სად იქნება ავტომობილით გადაადგილება შეზღუდული.

 

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია – ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ65–კმ98 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ვარკეთილში, კორპუსში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა
2021-02-17ვარკეთილში, კორპუსში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა

 

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ავტორი: Prime Time

X