11:07 | 2021-06-12 ავტორი: Prime Time

ნახეთ, მაშველების იშვიათი ფოტოები, რითაც საზოგადოების მადლობა დაიმსახურეს

ნახეთ, მაშველების იშვიათი ფოტოები, რითაც საზოგადოების მადლობა დაიმსახურეს

ყვე­ლა პრო­ფე­სია და­სა­ფა­სე­ბე­ლია, მაგ­რამ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლის შრო­მა გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტი­ვის­ცე­მას იმსახურებს, რადგან ყველა მოვლენა, რომელიც რისკსა და დახმარებას ითვალისიწნებს, მათ გარეშე არ წყდება.

 

 

მეხანძრე-მაშველების გმირობა საქართველოში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2017 წლის ზაფხულში მოექცა. ეს იყო ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო.

 

 

სოციალურ ქსელში პოპულარულია ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ახალგაზრდა მაშველს ცეცხლმოკიდებული სახლიდან ჩვილი გამოჰყავს.

 

გმირი, რომელმაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ალმოდებული სახლიდან 11 თვის ჩვილი გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 24 წლის თანამშრომელი, მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანია.

 

 

 

თბი­ლის­ში, ინა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სხვენ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ქრო­ბი­სას, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ზარ­დახ­შა­ში შე­ნა­ხუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ფული აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

 

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ად­გილ­ზე მყოფ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟს შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

 

 

 

დიდუბის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოძახებიდან ბრუნდებოდა, გზად, წერეთლის გაზირზე პანთეონის მოპირდაპირე მხარეს შეუძლოდ მყოფი ქალბატონი შენიშნეს და სასწრაფოს მისვლამდე დაეხმარნენ.

 

 

ავტორი: Prime Time

X