
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისის მერობისთვის კენჭს წარმოშობით ნიგერიელი, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ იყრიდა.
მერობის ნიგიერიელმა კანდიდატმა არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმათა 0.61% მიიღო, რითაც მერობის 16 კანდიდატიდან რვას გადაასწრო.
გთავაზობთ იმ პოლიტიკოსების ვინაობას და არჩევნების შედეგად მითებულ ხმების შედეგებს, რომლებიც 2 ოქტომბრის არჩევნებში დაფიქსირდა:
კერძოდ, თამარ კეკენაძე ( მესამე ძალა) – 0.6%
ზაზა ხატიაშვილი ( თავისუფალი საქართველო – ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა) – 0.39%
გიორგი გაჩეჩილაძე (გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია) – 0.18%,
გიორგი ქუთათელაძე (საქართველო) – 0.15%,
გიორგი ლაღიძე (მომავალი საქართველო) – 0.12%,
ევგენი ღვინიაშვილი (მშრომელთა სოციალისტური პარტია) – 0.09%,
თეიმურაზ ბობოხიძე (მამული) – 0.08%,
ქეთევან ნაკაშიძე ( მამუკა ტუსკაძე- სოციალური სამართლიანობისთვის) – 0.08% აიღო.
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები























