
ბრიტანეთი შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, სადაც აგვისტოში კორონავირუსის ცირკულაცია შეწყდება. ამის შესახებ ვაქცინაციაზე პასუხისმგებელი ჯგუფის ხელმძღვანელმა, კლივ დიქსმა განაცხადა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც უცხოური გამოცემა წერს, ოპტიმიზმის საფუძველს მოსახლეობის ვაქცინაციისადმი აქტიურობა იძლევა.
„აგვისტოს თვეში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი ცირკულაცია არ გვექნება“,- აღნიშნა დიქსმა.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთში ივლისის ბოლოს მოქალაქეთა უმეტესობა უკვე იქნება აცრილი მინიმუმ ერთი დოზით. ბოლო მონაცემებით, დიდი ბრიტანეთში მოქალაქეებს 51 მილიონი ვაქცინა გაუკეთეს.
დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 12 აპრილს დაიწყო, შემდეგი ეტაპი კი 17 მაისს უნდა დაიწყოს.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 4,448,808 შემთხვევაა დაფიქისირებული.























