15:43 | 2021-05-21 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ნახეთ, რა საჩუქარს უმზადებს 23 წლის ქართველი ემიგრანტი საბერძნეთიდან მამა სერაფიმეს

ნახეთ, რა საჩუქარს უმზადებს 23 წლის ქართველი ემიგრანტი საბერძნეთიდან მამა სერაფიმეს

ქართული ემიგრაციის წარმომადგენელმა, 23 წლის მხატვარმა და ხატმწერმა ალექსანდროს ბურჯანაძემ საქართველოს გენერალურ საკონსულოს საჩუქრად მის მიერ შესრულებული მაცხოვრის ხატი გადასცა.

 

ხატმწერის ოჯახს “პრაიმტაიმი” სალონიკში დაუკავშირდა.

 

მამის, 57 წლის ოთარ ბურჯანაძის თქმით, იგი საქართველოდან საბერძნეთში 30 წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად.

 

„ჩვენი ძირი ლაგოდეხიდანაა, ისე რუსთავში ვცხოვრობდით. აქ სალონიკში ტურიზმის სფეროში ვმუშაობ. ეს ერთი ვაჟი მყავს ალექსანდრე, რომელსაც 9 წლის ასაკში ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა. ჩვენც შევუწყვეთ ხელი და სპეციალიზირებულ სკოლაში შევიყვანეთ, მერე კი სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით. ხატწერა ბოლო სამი წელია რაც დაიწყო და 20-მდე ხატი აქვს დაწერილი”,- ამბობს მამა ოთარ ბურჯანაძე.

 

Возможно, это изображение (2 ადამიანი)

 

Возможно, это художественное изображение (1 ადამიანი)

 

მისი თქმით, შვილი სალონიკში დაიბადა და ქართულად საუბარი უჭირს, ისე სულით და გულით საქართველოზე შეყვარებულია.

 

Возможно, это изображение (4 ადამიანი)

 

“2 მეტრი სიმაღლის 13 ასურელი მამის ხატი დაწერა და უნდა საჩუქრად გააგზავნოს საქართველოში მამა სერაფიმესთან ძველი ქანდის მონასტერში. გაგზავნაში პანდემიამ შეგვაფერხა, როგორც კი გზა გაიხსნება გავაგზავნით, სატელეფონო კონტაქტზე ვართ მამა სერაფიმესთან. ფიზიკურად ვართ სალონიკში, ხოლო ჩვენი სული და გული დარჩენილია საქართველოში”,- გვიყვება იგი.

 

სალონიკში საქართველოს კონსული ნოდარ კომახიძე ამბობს, რომ საკონსულოსთვის მაცხოვრის ხატის გადაცემა ახალგაზრდა ხატმწერის კეთილი ნება იყო, რომელიც დასტურია სამშობლოს მონატრების და სიყვარულის.

 

Возможно, это художественное изображение (2 ადამიანი)

 

ახალგაზრდა ხელოვანი ხატების გარდა, ფერწერულ ტილოებზეც მუშაობს.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X