
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ქალაქის საშობაო – საახალწლო გაფორმებისთვის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სადღესასწაულოდ ბათუმის გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 699 910 ლარია გამოყოფილი.
2020-2021 წლის საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოებისთვის კეთილმოწყობის სამმართველოს ელექტრონული ტენდერი 500 393 ლარზე ჰქონდა გამოცხადებული. აქედან 60 ათასი ლარი ქუჩების განათებისთვის იყო გამოყოფილი.
ასევე ნახეთ:






















