13:54 | 2020-04-02 ავტორი: Prime Time

ნახეთ, რამდენი ქართველია უცხოეთში კორონავირუსით ინფიცირებული

ნახეთ, რამდენი ქართველია უცხოეთში კორონავირუსით ინფიცირებული

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საზღვარგარეთ, საქართველოს მოქალაქეების  კორონავირუსის დაიფიცირების, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 35-ია.

 

გარდაცვლილია საქართველოს 5 მოქალაქე. მათგან 3 ესპანეთში, 1 საბერძნეთში, ერთი კი აშშ-ში გარდაიცვალა.

 

“ჩვენი ელჩები არიან მუდმივ კომუნიკაციაზე, რა თქმა უნდა როგორც ჩვენთან ასევე, ადგილობრივ უწყებებთან.

 

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 35 ქართველს დაუფიქსირდა სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსი, საიდანაც სამწუხაროდ 5 მოქალაქე გარდაიცვალა, ეს რიცხვი როგორც ჩვენთან ასევე, უცხოეთში მუდმივად მზარდია“ – აცხადებს ტიკარაძე.

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X