12:33 | 2021-09-15 ავტორი: Prime Time

ნახეთ რას ამბობენ ვაქცინაციაზე საქართველოში – საქსტატი შედეგებს აქვეყნებს

ნახეთ რას ამბობენ ვაქცინაციაზე საქართველოში – საქსტატი შედეგებს აქვეყნებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით საქართველოში გამოკითხულთა 31.4% აცხადებს, რომ კოვიდვაქცინის გაკეთებას თითქმის გამორიცხავს.

 

გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების მიმართ დამოკიდებულება შემდეგნაირია:

 

ძალიან მოსალოდნელია – 8.6%

მოსალოდნელია – 20.2%

ნაკლებად მოსალოდნელია – 10.4%

არ გადამიწყვეტია/ არ ვიცი – 29.5%

 

რაც შეეხება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე თავის შეკავების ან სურვილის არ ქონის მიზეზებს, უმრავლესობა გვერდით მოვლენებს ასახელებს, ხოლო 37.5% ფიქრობს, რომ კოვიდვაქცინა სიკვდილს ან უნაყოფობას იწვევს.

 

 

დასახლების ტიპის მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის 30.1 პროცენტი, ხოლო სასოფლო დასახლებებში 27.0 პროცენტი გაიკეთებდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას.

 

 

სქესის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მეტად განსხვავებულია. კაცების 39.2 პროცენტი აღნიშნავს, რომ გაიკეთებდა ვაქცინას, ქალებისათვის კი მაჩვენებლის მნიშვნელობა მხოლოდ 24.4 პროცენტია.

 

ცნობისთვის, 15 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 561 228 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 919 876 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 32.2%

 

სრულად ვაქცინირებულია 641 352 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 22.5%. 14 სექტემბერს აიცრა 24 941 ადამიანი

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X