14:20 | 2021-03-09 ავტორი: Prime Time

ნახეთ, რას ამბობს გიორგი შაქარაშვილის დედა განაჩენის გამოცხადებამდე

ნახეთ, რას ამბობს გიორგი შაქარაშვილის დედა განაჩენის გამოცხადებამდე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დედა მცხეთის რაიონულ სასმართლოში მივიდა.

 

„ვითხოვ სამართლიან განაჩენს და ხუთივეს დასჯას უმკაცრესად“,- განაცხადა გიორგი შაქარაშვილის დედამ სასმართლოს დაწყებამდე.

 

ვიდეო – რას ამბობს შაქარაშვილის დედა

 

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. საქმის განხილვა თითქმის ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალი ხუთ პირს აქვს წაყენებული. მათგან ორი არასრულწლოვანია, რის გამოც სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

გურჯაანში, სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის დროს 8 თვის ბავშვი დაიღუპა
2021-03-09გურჯაანში, სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის დროს 8 თვის ბავშვი დაიღუპა

 

განაჩენს მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და ამ საქმის განმხილველი მოსამართლე ბიძინა სტურუა გამოაცხადებს. წინა სხდომებზე დაკავებულების ოჯახები აცხადებდნენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

 

ცნობილია, რომ განაჩენის გამოცხადებას დღეს გიორგი შაქარაშვილის დედა და მისი მეგობრებიც დაესწრებიან.

ავტორი: Prime Time

X