
2020 წელი კორონავირუსის გარეშეც რთული იყო. მკვლევართა თქმით, კაცობრიობის ისტორიაში იგი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელია, რაც მომავალი ათწლეულის ტემპერატურის შესაძლო მძიმე განვითარების კურსზე მიგვანიშნებს.
აშშ-ში, კალიფორნიის მთათაშორის ღრმულ – „სიკვიდილის ველზე“, ჩანაწერების მიხედვით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა (მსოფლიო მასშტაბით) სწორედ, ამ წლის აგვისტოში აღირიცხა. აგვისტოშივე მოხდა არაერთი ხანძარი, წყალდიდობა, ასევე უფრო მეტად ინტენსიურად გაგრძელდა სანაპიროებზე შტორმები (მაგალითად, ატლანტის ოკეანეში, წელს 30 შტორმი აღირიცხა, რაც ამ ოკეანესათვის ჯერჯერობით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია).
კლიმატის ცვლილებაზე ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ სისტემატური, უფრო მეტად გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმებია. უფრო მეტი გვალვა, წყალდიდობა, ექსტრემალური სიტუაციები. წელს არც ერთი კონტინენტი არ დარჩენილა ბუნების განსაცდელის წინაშე დარჩენის გარეშე. აზიის ქალაქები ტაიფუნებმა და ციკლონებმა ააოხრეს, ევროპის ნაწილი წარღვნებმა ჩაძირეს. საქმე დღითიდღე, უფრო და უფრო უარესდება.
პანდემიამდე, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, ფართომასშტაბიან დემონსტრაციებს, მსოფლიოს გარშემო სკოლის მოსწავლეები ხშირად უძღვებოდნენ. ამასთან დაკავშირებით, ჩინეთმა პირობა დადო, რომ მაქსიმალურად შეამცირებდა ნახშირბადით ბუნების დაბინძურებას. თუმცა, აშშ-მ 2016 წელს გაფორმებული ე.წ. პარიზის შეთანხმება, რომელიც მსოფლიო ტემპერატურის ზრდის დინამიკის 2 გრადუსის ქვეშ შენარჩუნებას გულისხმობს (მისი მთავარი მიზანი გლობალური დათბობის პრევენციაა), წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დატოვა.
მეცნიერების თქმით, ის, რასაც დღევანდელი მსოფლიო უფრო და უფრო ხშირად განიცდის, კლიმატის ცვლილების მხოლოდ, საწყისი ეტაპია. სწორედ ამიტომ, „პრაიმტაიმი“ გლობალური დათბობის პრობლემის მნიშვნელობის უფრო თვალსაჩინოდ აღსაქმელად და გასააზრებლად აღნიშნული საკითხის შესახებ, 2020 წელს გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ.
ჰერფოლდი, ინგლისი.

ცენტრალური მიჩიგანი.

შანგრაო, ჩინეთი.

მავრიკი.

აშშ, აიოვა.

აშშ, ლუიზიანა.

საფრანგეთი.

აშშ, კალიფორნია.

აშშ, კალიფორნია.

აშშ, კალიფორნია.

ბრაზილია, მატუ გროსუ.

აშშ, ორეგონი.

აშშ, იუტა.

საფრანგეთი, სანტ მარტინ ვეზუბი.

ბანგლადეში, დაკა.

სამხრეთ აფრიკა.

ვენესუელა, რუბიო.

საბერძნეთი, კრეტა.

ნიკარაგუა.

ფილიპინები, მარიკინა.

ფილიპინები, როდრიგესი.

ჰონდურასი, ლა ლიმა.

გერმანია, ბრანდენბურგი.

გრენლანდია.























