
სოციალურ ქსელში იტალიელი ექიმების ფოტოები ვრცელდება, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ.

ექიმებს სახეზე სპეციალური აღჭურვილობის ტარების კვალიც ეტყობათ. გამომდინარე იქიდან, რომ იტალიაში დაინფიცირებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, ექიმებს ფორმის ტარება მუდმივ რეჟიმში უწევთ.

ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებული 53 ათასზე მეტი ადამიანია. გარდაცვლილთ რიცხვი კი 5842-ს შეადგენს. იტალიამ სიკვდილიანობით ჩინეთს უკვე გადაუსწრო.























