
ჰაკერებმა „ფეისბუქის” 553 მლნ მომხმარებლის პირადი მონაცემები ერთ-ერთ ფორუმზე გაასაჯაროეს.
მათ შორის საქართველოს 95 193 მოქალაქის.
შესაძლოა, ჰაკერების დამსახურებით, თქვენი ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი და სხვა პირადი ინფორმაცია (არა პირადი მიმოწერა) უკვე საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი.
გამოცემა The Verge წერს, რომ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მოიპოვეს თუ არა ჰაკერებმა თქვენი პირადი ინფორმაცია – ამისთვის საჭიროა გადახვიდეთ ვებგვერდზე Have I Been Pwned და გრაფაში თქვენი მეილი მიუთითეთ.
რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ შეიტყობთ, რომ თქვენი პირადი მონაცემები მოპარულია? – პირველ რიგში, უნდა შეცვალოთ პაროლები იმ საიტებზე, საიდანაც თქვენმა ინფორმაციამ გაჟონა, დამატებითი დაცვისთვის კი ორმაგი ავტენთიფიკაციის ფუნქცია ჩართოთ.
ნახეთ ვიდეოინსტრუქცია






















