15:32 | 2021-04-10 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ნახეთ, რომელ რეგიონში და თბილისის რომელ რაიონში დარჩა ვაქცინის გაკეთების მსურველებისთვის ადგილი

ნახეთ, რომელ რეგიონში და თბილისის რომელ რაიონში დარჩა ვაქცინის გაკეთების მსურველებისთვის ადგილი

კოვიდვაქცინაცია თანამედროვე სამყაროსთვის მთავარი გამოწვევაა. საქმე საშიშ ვირუსს ეხება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა… ახლა, როცა ქვეყანა მესამე ტალღის დაწყების პირასაა, გამოსავლად მხოლოდ ვაქცინაცია რჩება ან უკიდურესი ზომა – მკაცრი ლოქდაუნი. ამ დროისთვის, საქართველოში ორი ტიპის ვაქცინაციაა შესაძლებელი – AstraZeneca და Pfizer-ი..

 

ვაქცინაციის მსურველთათის სპეციალური პორტალი ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ პირადი არჩევანის საფუძველზე ამ ორი ვაქცინიდან შეარჩიონ მათთვის სასურველი კოვიდვაქცინა, აცრის სასურველი თარიღი, დრო და ამით საკუთარი თავი და სხვების სიცოცხლე გადაარჩინონ.

 

“პრაიმტაიმი” დაინტერესდა კოვივაქცინაციაზე როგორი მოთხოვნაა თბილისსა და რეგიონებში. როგორც აღმოვაჩინეთ, დედაქალაქში აცრის მსურველთა რაოდენობა დიდია და თავისუფალი მხოლოდ ერთი ვაქცინაა, თუმცა იქვე ვნახეთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდაში სრულად თავისუფალი ადგილები, იქ არცერთი ადამიანი ვაქცინის გაკეთებას ამ დრომდე არ აპირებს… ძალიან ცოტა რაოდენობაა კოვიდვაქცინის მსურველი ამბროლაურსა და დუშეთში. ჩვენი დაკვირვებით, ვაქცინაზე მოთხოვნა დიდ ქალაქებში უფროა მოთხოვნადი…

 

დედაქალაქი

 

AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველებისთვის თბილისის ოთხ მუნიციპალიტეტშია ვაქცინაცია შესაძლებელი: დიდუბე, ისანი, კრწანისი და საბურთალო. აქედან დიდუბეში, “ევექსის” კლინიკაში მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილი არის აცრის მხრუველისთვის დარჩენილი 12 აპრილს. საბურთალოზე, ინფექციურ საავადმყოფოშიც მხოლოდ დღეს, 10 აპრილს მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილია ხელმისაწვდომი. დედაქალაქის დანარჩენ ორ მუნიციპალიტეტში ვაქცინის გაკეთების მსურველთა სარეგისტრაციო ველი სრულად შევსებულია, რაც მოსახლეობის აქტიურობაზე მეტყველებს./

 

რაც შეეხება Pfizer-ის ვაქცინას, თბილისში აღნიშნული დასახელების აცრის ჩატარება შესაძლებელი მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტშია: საბურთალო, ისანი და სამგორი. საბურთალოზე ორ სხვადასხვა კლინიკაში სამ-სამი აცრის კაბინეტი ფუნქციონირებს, სადაც არცერთი ადგილი თავისუფალი აღარ არის.

 

აჭარა – ბათუმი, ქობულეთი

 

AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველებისთვის ბათუმში, შპს. “მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის მედცენტრში” 19 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ვაქცინაციის მსურველებისთვის თავისუფალი ადგილები ხელმისაწვდომია, ხოლო 10 აპრილიდან 19 აპრილამდე სრულად შევსებულია.

 

ქობულეთში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველებს რეგისტრაციის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ, ქალაქში 10 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით რეგისტრირებული მხოლოდ 23 ადამიანია.

 

რაც შეეხება Pfizer-ის ვაქცინას, აღნიშნული ვაქცინით აცრა მხოლოდ ბათუმშია შესაძლებელი და მოსახლეობის აქტივობა ამ შემთხვევაში საკმაოდ მაღალია – აცრის ორ კაბინეტში არცერთი თავისუფალი ადგილი აღარ არის.

 

გურია – ოზურგეთი

 

AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველებისთვის ოზურგეთში, შპს. “მედალფაში” აცრის ერთი კაბინეტი ფუნქციონირებს, სადაც 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ვაქცინაციის მიღების მიზნით, მოსახლეობას რეგისტრაციის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს.

 

Pfizer-ის ვაქცინა გურიის რეგიონისთვის ამ დრომდე ხელმისაწვდომი არ ყოფილა.

 

იმერეთი – საჩხერე, ქუთაისი

 

AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველებისთვის საჩხერეში, “საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში” ვაქცინაციის ერთი კაბინეტი ფუნქცინირებს, სადაც 12 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით მოსახლეობას რეგისტრაციის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს.

 

ქუთაისში ასევე, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველებისთვის 2 კაბინეტი ფუნქციონირებს და თავისუფალი 2 ადგილი დღესაც არის, თუმცა ძირითადად, რეგისტრაცია 26 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.

 

რაც შეეხება Pfizer-ის ვაქცინას, იმერეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის აღნიშნული საშუალება გამოყოფილია და ხელმისაწვდომი მხოლოდ ქუთაისში იყო. 2 კაბინეტში ყველა ადგილი უკვე დაჯავშნილია.

 

კახეთი – გურჯაანი, თელავი, ლაგოდეხი 

 

AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველებისთვის გურჯაანის მოსახლეობა შპს.”ჯეო ჰოსპიტალს”-ში იცრებიან. გურჯაანში ამ დროისთვის, 32 აცრის მსურველია რეგისტრირებული. მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, 10 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით ვაქცინაციის მიზნით, ამოქმედებულ სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდეს.

 

თელავში კი AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის 63 მსურველი უკვე დარეგისტრირებულია. იმ ადამიანებს კი, რომლებიც ამ დრომდე არ დარეგისტრირებულან შეუძლიათ დღეიდან, 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით მათთვის სასურველ დროს დარეგისტრირდნენ.

 

რაც შეეხება ლაგოდეხს, იქ ამ დროისთვის 11 ადამიანია რეგისტრირებული. ლაგოდეხში მცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა 10 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით ასაცრელად დარეგისტრირდნენ.

 

მცხეთა-მთიანეთი – დუშეთი, მცხეთა

 

AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველებისთვის დუშეთში, შპს. “ჯეო ჰოსპიტალს”-ში, აცრა დღეიდან, 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი და ამ დროისთვის, დუშეთიდან ასაცრელად 18 ადამიანია რეგისტრირებული.

 

რაც შეეხება მცხეთას, “მცხეთის სამედიცინო ცენტრში” მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია, ამ დროისთვის თავისუფალი მხოლოდ 47 ადგილია და რეგისტრაცია შესაძლებელია 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით.

 

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ამბროლაური 

 

ამბროლაურში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მხოლოდ 13 მსურველია ამ დროისთვის რეგისტრირებული. აღნიშნული რეგიონის მოსახლეობას ვაქცინაციის მიზნით, რეგისტრაცია 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით შეუძლია.

 

სამეგრელო და ზემო სვანეთი – ზუგდიდი

 

ზუგდიდში AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების 53 მსურველია რეგისტრირებული. რეგიონის მოსახლეობისთვის თავისუფალი ადგილები ჯერ კიდევ არის და მათთვის რეგისტრაციის ვადად 10-29 აპრილია მითითებული.

 

სამცხე-ჯავახეთი – ახალქალაქი

 

ახალქალაში მოსახლეობა შპს. “ევექსის ჰოსპიტლები”-ში აიცრება. ამ დროისთვის, დარეგისტრირებული არცერთი ადამიანი არ არის. 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით აცრის მსურველებს შეუძლიათ მათთვის სასურველ დროს ვაქცინაციის მიზნით, დარეგისტრირდნენ.

 

ქვემო ქართლი – გარდაბანი, მარნეული, რუსთავი 

 

ქვემო ქართლში სამ მუნიციპალიტეტში AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ: გარდაბანში, მარნეულსა და რუსთავში. გარდაბნის შპს,” ჯეო ჰოსპიტალს”-ში აცრის მხოლოდ 1 მსურველია. 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სარეგისტრაციო ველი ერთი შემთხვევის გარდა სრულად ღიაა და შესაბამისად, ადგილი საკმაოდ ბევრია.

 

უკეთესი ვითარებაა მარნეულში, სადაც ასევე, შპს. “ჯეო ჰოსპიტალს”-ში, AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების 14 მსურველი უკვე დარეგიტრირდა. 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით აცრის მსურველებს შეუძლიათ მათთვის სასურველ დროს ვაქცინაციის მიზნით, დარეგისტრირდნენ.

 

რაც შეეხება რუსთავს, ამ ქალაქში აქტიურობა საკმაოდ მაღალია. ამ დროის მდგომარეობით, აცრის 215 მსურველია დარეგისტრირებული, თუმცა თავისუფალი ადგილები 10 აპრილიდან 30 აპრილამდე ჯერ კიდევ არის.

 

შიდა ქართლი – გორი, ხაშური 

 

გორში ამ დროისთვის, 117 ადამიანია რეგისტრირებული, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრებიან. ქალაქში ვაქცინაცია სამხედრო ჰოსპიტალში დღეიდან მიმდინარეობს და 29 აპრილის ჩათვლით ვაქცინაციის მსურველების რეგისტრაცია შესაძლებელია. აღნიშნულ ქალაქში თავისუფალი ადგილები ჯერ კიდევ არის.

 

რაც შეეხება ხაშურს, “ახალ კლინიკაში” ვაქცინაცია დღეს, დღის მეორე ნახევარში დაიწყება და 1-ლ მაისს დასრულდება. ამ დროისთვის AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის 24 ადამიანია დარეგისტრირებული.

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X