
საქართველოში დღეს შემოსული ვაქცინები ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის განყოფილებამ დასავლეთ საქართველოსთვის განკუთვნილი ვაქცინის 14 080 დოზა მიიღო.
“დასავლეთ საქართველოსთვის მოგვეწოდა 14 080 დოზა ვაქცინა. დღესვე დაიწყება მისი განაწილება, მობილიზებულია რეგიონალური სამსახურები, წავა სამეგრელოს და გურიის მიმართულებით.
ხვალ მიეწოდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს და ხვალვე მიეწოდება იმერეთის ყველა საზოგადოებრივ ჯანდაცვას”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგაძემ.
თელავის ჯანდაცვის ცენტრში 1 900 დოზა ჩაიტანეს. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ეტაპობრივად გადანაწილდება, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.
აჭარაში AstraZeneca-ს 4 000-მდე დოზას დღის ბოლომდე ელოდებიან.
ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება.






















