09:33 | 2021-03-08 ავტორი: Prime Time

ნახეთ შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან მოიხსნება

ნახეთ შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან მოიხსნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან საქართველოში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება.

 

მათ შორის, 8 მარტიდან:

 

  • სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება;

 

  • საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ (შაბათ-კვირის გარდა);

 

  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც მოლები, ასევე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.

 

  • ძალაში რჩება ღამის საათებში, 21:00-დან 05:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

 

შენიშვნა: მიუხედავად იმისა, რომ ხვალიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შიდა სივრცეებშიც შეძლებენ, მომღერლებს რესტორნებში სიმღერა აპრილამდე ისევ ეკრძალებათ. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

 

 

რეგულაციების მოხსნის მიუხედავად მომღერლებს რესტორნებში სიმღერა ისევ ეკრძალებათ - ნახეთ შრომის ინსპექტორის განმარტება
2021-03-07რეგულაციების მოხსნის მიუხედავად მომღერლებს რესტორნებში სიმღერა ისევ ეკრძალებათ - ნახეთ შრომის ინსპექტორის განმარტება
ავტორი: Prime Time

X