
ფლორიდის ატლანტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ვიზუალური მოდელი იმისა, თუ როგორ ვრცელდება ახალი კორონავირუსი ხველის დროს და როგორ აფერხებს ინფექციის გავრცელებას პირბადე. ვიდეოს CNN-ავრცელებს.
კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ხველის დროს ინფექცია თითქმის მომენტალურად 90 სანტიმეტრის მანძილზე ვრცელდება, 12 წამში ის უკვე 180 სანტიმეტრზე, ხოლო 41 წამში დაახლოებით 270 სანტიმეტრზე ვრცელდება.
რაც შეეხება პირბადის გამოყენებას, ამ შემთხვევაში სახიფათო მანძილი 90 სანტიმეტრზე ნაკლებია.






















