11:36 | 2020-09-17 ავტორი: თამარ გონგაძე

ნახეთ ვიდეო, როგორი საჩუქარი გაუკეთა თავს ქეთი მელუამ დაბადების დღეზე

ნახეთ ვიდეო, როგორი საჩუქარი გაუკეთა თავს ქეთი მელუამ დაბადების დღეზე

ქეთი მელუამ დაბადების დღეზე თავის თავს საჩუქარი გაუკეთა და ბათუმში გადაღებული კლიპი უკვე ვარსკვლავის იუთუბარხზეა განთავსებული. მომღერალი 16 სექტემბერს 36 წლის გახდა.

 

კლიპი სიმღერაზე Your Longing Is Gone ვიდეორგოლი ფოტოხელოვანმა მარიამ სიჭინავამ გადაიღო. როგორც მარიამი “პრაიმტაიმს” უყვება, ქეთიმ, პირველად, მისი ფოტოები ლონდონში, გამოფენაზე იხილა, შემდეგ კი მათი მეგობრობა “ინსტაგრამზე” გაგრძელდა, სადაც ქეთი პერმანენტულად “ალაიქებს” მარიამის ნამუშევრებს.

 

სწორედ მუსიკოსის შეთავაზებით შედგა ეს ტანდემი. და აჭარაში ხუთი დღით ჩამოსულ მელუას ორი ვიდეორგოლი სწორედ ფოტოხელოვანმა, მარიამ სიჭინავამ გადაუღო. გადაღებები აგვისტოში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა – ბათუმის ბულვარში, ბოტანიკურ ბაღში, ციხისძირში, ქედაში…

 

 

ქეთი აღფრთოვანებული ნამუშევრით. აი, რას წერს ბრიტანელი მუსიკოსი სოციალურ ქსელში.

 

ქეთი მელუა: – ამ კლიპის გადაღება ჩემთვის ჯადოსნური გამოცდილება იყო. იღბლიანი აღმოვჩნდი, შინ, ბათუმში ჩავფრინდი და ვიდეორგოლებზე კრეატიულ ადამიანებთან ერთად ვიმუშავე.

 

მარიამი მე “ინსტაგრამზე” აღმოვაჩინე. და როდესაც ის კლიპის გადაღებაზე დამთანხმდა, მე სიხარულისგან გავბრწყინდი.

 

 

კლიპში თაკო მექვაბიძის ლამაზი სამოსი მაცვია. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მე და თაკო ჯგუფელები ვართ. ამდენი წლის შემდეგ თანამშრომლობა ნამდვილად რაღაც განსაკუთრებულია.

 

სპეციალური მადლობა მშვენიერ თანავარსკვლავს – თაკოს, რომელიც ჩემთან ერთადაა კლიპში გადაღებული და საერთოდ, მადლობა ყველას, ვინც მთები გადადგა, რომ ეს ვიდეორგოლი გადამეღო.

 

განსაკუთრებული ადგილებია – ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბულვარი, აჭარის მთები – ქედა.

მადლობა!

 

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებლებს თავის ემოციებს უზიარებს კლიპის რეჟისორიც.

 

მარიამ სიჭინავა: – მქონდა სიამოვნება განსაცვიფრებელ ქეთი მელუასთან მეთანამშრომლა. ეს იყო გასაოცარი გამოცდილება ჩემთვის.

 

ბრიტანელი მუსიკოსის რიგით მერვე ალბომი ოქტომბერში გამოდის. მანამდე კი ქეთი მასში შემავალი სიმღერების გაპიარებით არის დაკავებული. აჭარაში მეორე სიმღერაზე გადაღებული კლიპიც მალე გამოვა. მანამდე კი მომღერალი თავის გულშემატკივრებს ასე მიმართავს.

 

„ჩემ დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარი ჩემი თხოვნის ასრულება. ალბომის გამოშვებამდე ერთი თვეა დარჩენილი, მისი შეკვეთა კი უკვე შეგიძლიათ.“

 

No description available.

ავტორი: თამარ გონგაძე

X