18:48 | 2021-12-29 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ნახეთ, ვინ არიან ანანურთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი დედა – შვილი

ნახეთ, ვინ არიან ანანურთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი დედა – შვილი

ცოტა ხნის წინ ტრაგედია დატრიალდა ანანურთან. მგზავრებით დატვირთული მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. ორი მგზავრი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა უცხო ქვეყნის მოქალაქე – დედა-შვილი არიან.

 

6 დაშავებული კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მაღალი სიჩქარით მოძრაობა სახელდება.

 

შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ​276 მუხლის 8 ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლის გათვალისწინებული ქმედება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X