19:55 | 2020-06-09 ავტორი: Prime Time

ნახევარი ცხოვრება ამ სოფელში სკოლის აშენებას შევალიე – 94 წლის ანდრო ჯოხაძე, რომელმაც მარნეულში ქართული სკოლა დააარსა

ნახევარი ცხოვრება ამ სოფელში სკოლის აშენებას შევალიე – 94 წლის  ანდრო ჯოხაძე, რომელმაც მარნეულში ქართული სკოლა დააარსა

„თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი ვიბრძოლე რომ ამ სოფელს სრულყოფილი სკოლა ჰქონოდა“, – ასე იწყებს საუბარს სოფელ საიმერლოში მცხოვრები 94 წლის სოფლის უხუცესი ანდრო ჯოხაძე.

 

სოფელ საიმერლოში მან ჯერ 4 კლასი, შემდეგ კი 8 კლასიანი სკოლა გახსნა და ამისთვის, როგორც თავდ ჰყვება საკმაოდ ბევრიც იწვალა. ის სკოლის დირექტორად 23 წელი მუშაობდა.

 

„მე საჩხერის რაიონის სოფელ ეთოში გავიზარდე და სამხრეთ ოსეთში, თედელეთის საშუალო სკოლა დავამთავრე. ჩემი სახლიდან სკოლამდე 25 კილომეტრი იყო და მე იქ ფეხით დავდიოდი. სკოლის დასრულების შემდეგ თედელეთის სკოლაში შემომთავაზეს სამუშაო და პიონერ-ხელმძღვანელად ვმუშაობდი.

 

მერე წამოვედი. ტექნიკუმი დავამთავრე თბილისში, ამის მერე დავოჯახდი და ამ სოფელში 25 წლის ასაკში ჩამოვსახლდი. მოგვიანებით პუშკონის უნივერსიტეტიც დავამთავრე.

 

27 წლის პედაგოგი, რომელმაც ბაღი გახსნა და ბავშვებს ჭიქებს საკუთარი ხელით უკეთებს
2020-06-0527 წლის პედაგოგი, რომელმაც ბაღი გახსნა და ბავშვებს ჭიქებს საკუთარი ხელით უკეთებს

 

მე როცა მოვედი სოფელში რამდენიმე გლეხი ცხოვრობდა. მაშინ სკოლა არ გვქონდა სოფელში და ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლებში 4 კლასი გავაკეთეთ. 1-3 კლასები ერთად და 2-4 კლასები ერთად.

 

მაგრამ ამ სახლს მერე პატრონი გამოუჩნდა და ასე 4 კლასიანმა სკოლამ რამდენიმეჯერ გამოიცვალა შენობა.

 

ამასობაში სოფელში ბავშვებიც მომრავლდნენ, წავედი რაიკომის მდივანთან, ავუხსენი სიტუაცია და ცოტა ხანში სკოლაც აგვიშენეს.

 

სამი ოთახი იყო, ორი საკლასო ერთი სამასწავლებლო, რამდენიმე წელში კიდევ დამჭირდა მოლაპარაკებები, რადგან ეს სკოლის შენობაც აღარ იყო საკმარისი და რამდენიმე ოთახი მივაშენეთ. ამ სკოლის დირექტორი 23 წელი ვიყავი.

 

ამის გარდა, ქალაქ მარნეულში #5 საჯარო სკოლის პირველი დირექტორი ვიყავი, ეს სკოლა პირველი ქართული სკოლა იყო მარნეულში.

 

ახალაშენებული იყო ეს სკოლა და 1 წლის განმავლობაში მოვაწესრიგე, გავალამაზე და შემდეგ წამოვედი.

 

22 რეკომენდაცია რაც უმაღლესმა სასწავლებლებმა გამოცდების ჩატარების დროს უნდა გაითვალისწინოს
2020-05-2122 რეკომენდაცია რაც უმაღლესმა სასწავლებლებმა გამოცდების ჩატარების დროს უნდა გაითვალისწინოს

 

მოგვიანებით სოფელ საიმერლოში ახალი სკოლა დავაპროექტებინე, დღეს სწორედ ეს სკოლა ფუნქციონირებს ამ სოფელში.

 

როდესაც სკოლიდან წამოვედი მარნეულის განათლების განყოფილებაში მეთოდისტად ვმუშაობდი.

 

ქართულ და არაქართულ სკოლებში გეოგრაფიისა და ქართული ენის სწავლებას ვხელმძღვანელობდი.

 

სკოლის მოსწავლე, რომელიც ახლა სხვა მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთოლებს უტარებს
2020-05-24სკოლის მოსწავლე, რომელიც ახლა სხვა მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთოლებს უტარებს

 

ბოლოს სოფელ საიმერლოს ახალ სკოლაში ფსიქოლოგად ვმუშაობდი და 2010 წელს სამსახურსაც დავანებე თავი, ნახევარი ცხოვრება ამ სოფელში სკოლის აშენებას შევალიე.

 

დღეს უკვე ჩემს მოსწავლეებს  და მათ შვილებს, შვილიშვილებს ვუყურებ და ბედნიერი ვარ, რადგან ოდესღაც მე ვიბრძოლე რომ საშუალო განათლება თავიანთ სოფელში მიეღოთ“, – გვიყვება ანდრო ჯოხაძე.

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

ავტორი: Prime Time

X