20:57 | 2021-01-30 ავტორი: Prime Time

ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებისთვის კარვის დაშლას ადგილზე ხმაური მოჰყვა 

ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებისთვის კარვის დაშლას ადგილზე ხმაური მოჰყვა 

წყალტუბოს სოფელ ჟონეთში, სადაც ნამახვანი ჰესი უნდა აშენდეს, ცოტა ხნის წინ დაძაბულობა იყო. ადგილზე მოსახლეობას პროტესტის ნიშნად კარვები ჰქონდა გაშლილი, რომლის აღება სამართალდამცველებმა დაპირისპირების მიუხედავად მაინც შეძლეს.

 

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მოქალაქეები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. როგორც ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, ისინი კარავს თავის ხელით არ დაშლიდნენ და არც მათ მისცემენ ამის უფლებას. დაპირისპირების მიუხედავად, სამართალდამცველებმა კარვის დაშლა მაინც მოახერხეს, იქამდე კი აქციის მონაწილეებს პირადი ნივთების გატანის უფლება მისცეს.

 

მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი გაჩერებას მაინც არ აპირებენ.

 

 

 

ავტორი: კესო მოლაშხია

ავტორი: Prime Time

X