11:42 | 2021-12-13 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ნამდვილად არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი – გურამ მაჭარაშვილი

ნამდვილად არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი – გურამ მაჭარაშვილი

“ნამდვილად არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი”,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

“ჩვენ ვხედავთ, რომ პატიმარ სააკაშვილის საკითხი მილევადი ხდება. მის პირად ექიმს და მის ოჯახის წევრებს, გასაგებია, რომ შეიძლება, აღელვებდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევე, როგორც ძალიან ბევრ ადამიანს. ჩვენ ვიცით, რომ დასრულდა ეს ე.წ. შიმშილობის სერიები, ასევე კონტროლზეა აყვანილი ყველა პატიმრის და მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„მოგიწოდებთ ყველას, ნუ შეეცდებით მოირგოთ „გიორგი ბრწყინვალის“ ტიტული.. ის ჯერ არ არის საქართველოში“ - ლელა კაკულიას მიმართვა
2021-12-13„მოგიწოდებთ ყველას, ნუ შეეცდებით მოირგოთ „გიორგი ბრწყინვალის“ ტიტული.. ის ჯერ არ არის საქართველოში“ - ლელა კაკულიას მიმართვა

ნამდვილად არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი, რადგან ეს საკითხი დღის წესრიგში არ დასვა საქართველოს საზოგადოებამ. ყველა პატიმრის და მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლდება და გამომდინარე აქედან, არ მგონია, საჭირო იყოს ამაზე დამატებითი კომენტარები.

 

არ აინტერესებს საზოგადოებას მისი არც მენიუ, არც მედიკამენტების ჩამონათვალი. მისი პირადი საქმეა რას შეჭამს, რა წამლებს მიიღებს და ა.შ. საზოგადოებას ნამდვილად არ აქვს ამის ინტერესი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმისა და ცენტრ “ემპათიას” სპეციალისტების პოსიციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცხოეთში რეაბილიტაციას მოითხოვს.

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X