
„ნამდვილი თავისუფლება ზნეობაზე გადის!”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი წერს.
ამასთან, პეტრე კოლხი იმედოვნებს, რომ საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 5 ივლისს ძალადობის პროვოცირება არ მოხდეს არცერთი მხრიდან.
„ძალადობაც უზნეობაა… ძალადობა არ არის მხოლოდ ფიზიკური, ის ბევრნაირია და ცხადია, არც ერთი არ არის სწორი!
ეკლესია უზნეობას არასდროს ქადაგებს. შეიძლება კონკრეტული სასულიერო პირი ქადაგებდეს, მაგრამ არა ეკლესია და არა ქრისტეს სწავლება, რომელიც შეუცვლელი იქნება, აღსასრულამდე!
ვიმედოვნებ, საპატრიარქო და მორწმუნე მრევლი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძალადობის პროვოცირება არ მოხდეს არცერთი მხრიდან!”, – წერს პეტრე კოლხი.
ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის” წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის” გამართვას აანონსებენ.
„ღირსების მარშს” ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო და მრევლს 5 ივლისს 17 საათზე ქაშუეთთან შეკრებისკენ მოუწოდა.






















