16:52 | 2021-05-24 ავტორი: Prime Time

„ნამოხვანჰესის“ აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

„ნამოხვანჰესის“ აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

„ნამახვანჰესის“ აქციის მოონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს.

 

მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია:

 

  • შეჩერდეს ნამოხვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;

 

  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

 

  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;

 

“რიონის მცველების” თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.

 

ავტორი: Prime Time

X