
ნანგრევებიდან ყვირიან აქ ვართო. დრო და დრო გველაპარაკებიან, სახელებს იძახიან, კონტაქტზე გამოდიან – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ კორესპოდენტმა ბათუმიდან უთხრა.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე შენობა ამორტიზირებული არ ყოფილა.
ადგილზე სამაშველო ჯგუფი, სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟები და პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს დამატებითი სამაშველო ბრიგადების მობილიზება.
კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგება, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს.
როგორ გამოიყურება ჩამონგრეული კორპუსი – კადრები ბათუმიდან ⇓
მსგავსი ⇓






















