
ნანი ბრეგვაძემ სვეტიცხოვლის ახლადგაშენებულ ბაღში ნეკერჩხლის ხე დარგო. ბარში უკვე არაერთ სახელოვან ქართველს აქვს ნარგავი დარგული, მათ შორის, ბოლო ორი თვის მანძილზე გარდაცვლილი დიდი ქართველების სახელზე. პროექტი იუნესკოს ეგიდით ხორციელდება.
ამ მშვენიერი პროექტის ხელმძღვანელი ფონდი “გაამწვანე საქართველოს” (რომელიც უწმინდესმა დააარსა) აღმასრულებელი მდივანი და დამფუძნებელი, გოჩა არონიშიძე გახლავთ.

გოჩა აროშინიძე: – სვეტიცხოვლის წმინდა ეზოში, პატრიარქის კურთხევითა და იუნესკოს ნებართვით შექმნილ ახალ ბაღში, ნეკერჩხლის დასარგავად მოვიწვიეთ ძვირფასი ქალბატონები, მშვენიერი და განუმეორებელი ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე და ამ ლამაზი აქციით, როგორც გამწვანების პროექტის ხელმძღვანელი, ვუერთდები სასიქადულო მომღერლის საიუბილეო (ნანი 85) მილოცვებს. იხარეთ მრავალსა წელს.























