
პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.
„ნანობს ალბათ ის ტიპი, მეტი რატომ არ მოვითხოვეო…რომ სცოდნოდა ასეთი ბოთეებივით მოიქცეოდა სახელმწიფო, უეჭველი გაზრდიდა თანხას“,- ამბობს ელისაშვილი.
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.
04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.
გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა. მძევლები თავს კარგად გრძნობენ.























