16:05 | 2021-04-02 ავტორი: თამარ გონგაძე

ნანუკა გულუა ახალ შოუს წაიყვანს – რა ბედი ელის დოჩი ალიშბაიას

ნანუკა გულუა ახალ შოუს წაიყვანს – რა ბედი ელის დოჩი ალიშბაიას

“ფორმულა” ახალ გადაცემას იწყებს. დავით ლაბაძე, რომელსაც მაყურებელი “კაცების შოუთი” იცნობს, ამჯერად პროდიუსერის რანგში ცდის ბედს. კაცების შოუს მეიქერი, ახლა გადაცემა “ქალებზე” მუშაობს. ასე ერქმევა ახალ ტელეპროექტს, რომელსაც ოთხი წამყვანი ჰყავს – ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, ალექსანდრა პაიჭაძე და თეონა ლეჟავა.

 

აქედან ორ წამყვანს ჩცდ-დან ვიცნობთ – ქეთი და დოჩი ახალ ამპლუაში ცდიან თავს.

 

პირველი გადაცემა 9 აპრილს, პარასკევს, 22 საათზე გადის ეთერში.

 

ნანუკა გულუა, რომელიც მაყურებელმა  დოჩი ალიშბაიას როლით შეიყვარა, “პრაიმამბებს”  უყვება, რომ “ქალები” სახალისო, ლაღი და განსატვირთი გადაცემა გამოდის.

 

ნანუკა გულუა: – არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ ქალების საყურებელი შოუ იქნება. ქალებზე მეტად მათი ქმრები იხალისებენ, კიდევ უფრო მეტად გაერთობიან შვილები, დედამთილები ხომ საერთოდ. რა თქმა უნდა, სტუმრები მხოლოდ ქალები არ გვეყოლებიან.

 

ვეხებით ყველა თემას, ჩვენეულად, სახალისოდ, მსუბუქად და ლაღად.

 

– ნანუკა, როგორ გგონიათ, რატომ დაგინახეს ამ გადაცემის წამყვანის ამპლუაში?

 

– ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს ტელევიზიაში. დღეს სიყალბე, დაყენებული მანერა და ნასწავლი ტექსტი აღარ იყიდება. მგონია, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს, ადამიანები გრძნობენ ნამდვილად როგორ ფიქრობ, ნამდვილად როგორ იცინი და ყვები. ზუსტად ვიცი, რომ ამ გადაცემით ყველა ისიამოვნებს. ადამიანების გახალისება და მოვლენების სასაცილოდ მოყოლა, ჩემი საყვარელი საქმეა და თუ ამას პროფესიად ვაქცევ, ეს უკვე ძალიან მახარებს.

 

ამ გადაცემით მე გამიცნობს მაყურებელი. მათ ხომ არ იციან, რას ვფიქრობ მე ქალზე, კაცზე, ჩემი კომპლექსები რა არის, სახალისო ისტორიები… გახსნილად მოვყვები ჩემს შესახებ, უახლეს მოვლენებზე გავაკეთებ ანალიზს. გაგრძელება…

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X