12:47 | 2020-09-24 ავტორი: თამთა თორდია

ნანუკა ჟორჟოლიანი სუპერვარსკვლავია – მიხეილ სააკაშვილი 

ნანუკა ჟორჟოლიანი სუპერვარსკვლავია – მიხეილ სააკაშვილი 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში ნანუკა ჟორჟოლიანზე საუბრობს. მისი თქმით, ნანუკა სუპერვარსკვლავია.

 

„გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახალი შემომატებული ხალხი. აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, აქ არის მალხაზ ჯალაღონია, ძალინ მაგარი ექიმი ზუგდიდიდან.

მიშას ვერ ვუთხარი უარი! - ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი მიმართვა ამომრჩევლებს ახალ ამპლუაში
2020-09-23მიშას ვერ ვუთხარი უარი! - ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი მიმართვა ამომრჩევლებს ახალ ამპლუაში

 

წამყვანი ბიზნესმენები და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და საქართველოში იწყება ახალი ეპოქა. ასევე შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, სუპერვარსკვლავი, არამხოლოდ ტელესივრცის, არამედ ზოგადად შემოქმედებითი პროფესიების საქართველოში.

 

ასევე დევი ჭანკოტაძე, რომელსაც თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, მაგრამ ის იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ სიის ლიდერი“,- აცხადებს სააკაშვილი.

 

შეგახსენებთ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორის სამტრედია, წყალტუბო, ვანისა და ხონის ოლქში – ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

იხილეთ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა

ავტორი: თამთა თორდია

X