
ბოლო პერიოდში ქართულ ესტრადას ერთდროულად ორი გამორჩეული მომღერალი თემურ წიკლაური და ზურა დოიჯაშვილი გამოაკლდა. თემურ წიკლაური კორონავირუსით დაიღუპა, ხოლო ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში დაიღუპა, სადაც იშვიათ დაავადებას 8 თვის მანძილზე, აპარატზე შეერთებული ებრძოდა.
ზურას ოცნება მის ქვეყანაში დაბრუნება და მელიქიშვილის გამზირზე გასეირნება იყო. თბილისს და მელიქიშვილის გამზირს დაუბრუნდა, თუმცა ის საკუთარ სამშობლოში ჩამოასვენეს და მელიქიშვილის გამზირზე მისი ცხედარი მისმა მეგობრებმა გაატარეს.






















