22:41 | 2021-09-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ნარკოზი გავიკეთე და მოვკვდი…  თხუთმეტი წუთი ჩემს თავს დავყურებდი ზემოდან“ – რას იხსენებდა მიტროპოლიტი სერგი

„ნარკოზი გავიკეთე და მოვკვდი…  თხუთმეტი წუთი ჩემს თავს დავყურებდი ზემოდან“ – რას იხსენებდა მიტროპოლიტი სერგი

მიტროპოლიტი სერგი, რომელიც დღეს საღამოს კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შემდეგ გარდაიცვალა, წლების წინ, ხარკოვში მომხდარ ინციდენტზე საუბრობდა, რა დროსაც, მისი მტკიცებით, კლინიკური სიკვდილი ჰქონდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად დიდი, ძლიერი ვიყავი, კბილის ამოღების ძალიან მეშინოდა. ჩემმა ძმამ წამიყვანა ხარკოვში ერთ დამსახურებულ ყბა-სახის ქირურგთან, ნარკოზის გაკეთება შემომთავაზეს, გავიკეთე და მოვკვდი. თხუთმეტი წუთი ჩემს თავს დავყურებდი ზემოდან. გამოფხიზლებული ისეთი შეშინებული გამოვვარდი, პირდაპირ ეკლესიაში წავედი… რწმენასთან დაახლოების გამო ინსტიტუტიდან გამომიშვეს“, – იხსენებდა მეუფე სერგი.

 

ცნობისთვის, მეუფე სერგიმ ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც კორონავირუსით დაინფიცირდა.

 

თითქმის ერთკვირიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, მიტროპოლიტი თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მეუფე სერგი, ნეკრესის ეპარქიას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X