17:17 | 2021-03-16 ავტორი: Prime Time

ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა – მსჯავრდებულის დედა

ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა – მსჯავრდებულის დედა

„ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა და ის ჩანთა პოლიციელებმა დადეს. 12 წლის მერე მე ცოცხალი არ ვიქნები და ვინ მომხედავს?“,- ამ სიტყვებით მიმართა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ა.ქ.-ს დედამ ნინო ქვრივიშვილმა პროკურორებს პროცესის დაწყებამდე.

 

როგორც ის აცხადებდა, მისი შვილი უდანაშაულოა.

 

„ბავშვთან ჩახუტების უფლება მომეცით, ისედაც მოგეკითხებათ ამათი ცოდვა, ბავშვები გაწირეთ სამუდამოდ, თქვენ სახელზე სანთელი უნდა დავანთო, რომ ამოწყდეთ.

 

რა დამაწყნარებს, უდანაშაულო ბავშვი დამიკავეთ. გაქცევაზე მიუსაჯეთ, რომ გაიქცა, მკვლელობაზე როგორ უსჯით? მართლა მკვლელებად უნდა აქციოთ? 12 წელში ჩემ შვილს ცოცხალი აღარ დავხვდები, რაღა აზრი აქვს ჩემ ცხოვრებას, ბარემ მომკალით! სიმართლე არ გაინტერესებთ.

 

აუხსენით დედამისს, რომ უბედური შემთხვევაა. როგორც „შეკერეთ“, ისე გახსენით ეს საქმე და შვილი გამითავისუფლეთ. ხალხი „აგვიბუნტეს“ რომ მკვლელი შვილები გვყავს! ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა და ის ჩანთა პოლიციელებმა დადეს. 12 წლის მერე მე ცოცხალი არ ვიქნები და ვინ მომხედავს? წყლის მომტანი არ მყავს. საერთოდ არ ვთვლი მკვლელის დედად თავს”,- განაცხადა ქვრივიშვილმა.

 

ტანსაცმელი დავწვით, ხელები და სახე დავუზლეთ რომ არ გაყინულიყო, მაგრამ ვერ ვუშველეთ - გომის მთაზე გადარჩენილი ახალგაზრდა ტრაგედიის დღეს იხსენებს
2021-03-16ტანსაცმელი დავწვით, ხელები და სახე დავუზლეთ რომ არ გაყინულიყო, მაგრამ ვერ ვუშველეთ - გომის მთაზე გადარჩენილი ახალგაზრდა ტრაგედიის დღეს იხსენებს

 

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

იქამდე, საქმის განმხილველი მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, მათგან სამს, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, თითოეულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს მიმართ კი სასჯელის ზომა გამოცხადდება.

ავტორი: Prime Time

X