13:46 | 2021-06-14 ავტორი: თამარ გონგაძე

ნატალია ქუთათელაძე BBC-ის კონკურსის ფინალისტია

ნატალია ქუთათელაძე BBC-ის კონკურსის ფინალისტია

ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World Competition-ის ფინალისტია!

 

“შოკირებული ვარ, მაგრამ ამავდროულად მადლობელი. ვამაყობ აქ მყოფი თითოეული ადამიანით, რადგან მათ დიდი საქმე გააკეთეს.

 

მადლობელი ვარ იმ გარემოსი, რომელსაც ეს კონკურსი ქმნის. ამ აუდიტორიისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ.

 

დიდი მადლობა ჩემს საოცარ კოლეგებს…” – ნატალია ქუთათელაძე.

 

ნატალია უელსში, კარდიფის სასიმღერო კონკურსზე – BBC Cardiff Singer Of The World 2021-ზე 31 მაისს გაემგზავრა. საოპერო მომღერალი საკარანტინე ზონაშიც იმყოფებოდა.

კონკურსი 12-19 ივნისს იმართება. როგორც უკვე გაცნობეთ, ქუთათელაძე უკვე ფინალშია. გამარჯვებული კი ხუთ დღეში გამოვლინდება.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X