
ნატალია ქუთათელაძე პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს და მისი ფეხმძიმობის შესახებ ეკა მამალაძემ გაანდო საზოგადოებას.
მომღერალმა შვილის პირადულ და კარიერულ საკითხებზე კითხვებს რადიო “ფორტუნას” ეთერში, „არტ Fm“ თათა სადრაძესთან სტუმრობისას უპასუხა.
მისი თქმით, ბებია სექტემბერში გახდება.
“ძალიან ბედნიერები ვართ, ნატალიკო სექტემბერში ბავშვს ელოდება. ნატალია პანდემიის დროს ძალიან სერიოზულ კონკურსში მონაწილეობდა და სამივე ტურში გაიმარჯვა. ივნისის თვეში მისი ფინალური ტური იმართება და ნატალია მაინც ფიქრობს, წავიდეს თუ არა”, – აღნიშნავს ეკა მამალაძე.
ცნობისთვის, ნატალია რამდენიმე წელია დაოჯახებულია. მისი მეუღლე აჩიკო ჯაფარიძე აქტიურად ჩანს მომღერლის “ინსტაგრამზე”. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა, წყვილი ახლა საქართველოში იმყოფება.
ნატალიკოს წარმატებული მუსიკალური კარიერა აქვს. არც ისე მცირე დროის წინ ნატალია ფიქრობდა, რომ კარიერა მის ცხოვრებაში პირველ ადგილზე იქნებოდა, მაგრამ შეხვდა აჩიკო ჯაფარიძეს… კითხვის გაგრძელება






















