17:59 | 2021-06-20 ავტორი: Prime Time

ნათელაშვილი კვესიტაძეს: ვიცი, მეთიუ ბრაიზას ახლობელი ხარ, მაგრამ რამ შეგაჯავრა შენი ერი ამგვარად

ნათელაშვილი კვესიტაძეს: ვიცი, მეთიუ ბრაიზას ახლობელი ხარ, მაგრამ რამ შეგაჯავრა შენი ერი ამგვარად

“ახლა მთავარზე ვუსმენ ეკა კვესიტაძეს ექსპერტებითურთ, რომლებიც იმპერატიულად აცხადებენ, რომ თურმე ვინც თურქეთზე ან ალიევ-აზერბაიჯანზე იტყვის რომ მათ ტაო-კლარჯეთი ან დავით გარეჯი წაგვართვეს, რუსეთის აგენტია. ეკა ვიცი, რომ ქართველთმოძულე თურქი ბარანის და მისი მეუღლის მეთიუ ბრაიზას ახლობელი ხარ, მაგრამ რამ შეგაჯავრა შენი ერი ამგვარად.დიახ თურქეთიც და ალიევიც ისეთივე ოკუპანტებია ჩვენთვის როგორც რუსეთი და სამივე ეშმაკს წაუღია ამგვარად მოაზროვნეებთან ერთად თუ ჩვენი სისხლის წოვას გააგრძელებენ”,- ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

“ისე განსაკუთრებით ბოლო დღეებია ე.წ ლიბერალურ მასმედიაში რაღაც საეჭვო პრო–თურქული კინტაურის ცეკვაა ამტყდარი.ხომ არავის გონია,რომ ახლა ნატოს მაგივრად საქართველოს —–ახალ თურქულ,ირანულ,რუსულ,აზერულ,სომხურ ერდოღანისგან დაანონსებულ ექვსეულში შიყვანენ? მანამ არაფერი გეტკინოთ. ამას ქართველი ერი იმედია არ დაუშვებს”,- წერს ნათელაშვილი.

ავტორი: Prime Time

X