
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში ახალგაზრდა კოლეგის გარდაცვალების შესახებ წერს:
„ლელა, დაუჯერებელია, უზომოდ ვწუხვარ. შენ ხომ ყოველთვის ყველაფერს ასწრებდი და საუკეთესოდაც აკეთებდი. შენმა გულმა ვერ გაუძლო ამ თავდაუზოგავ ბრძოლას ეპიდემიასთან, რომელმაც უამრავი ადამიანის, მათ შორის ჩვენი ახლობლების, სიცოცხლე შეიწირა. შეიძლება იმიტომაც ვერ გაუძლო, რომ ყველაფერს გულით აკეთებდი და ყველას იმედი იყავი.
ნათელში იყავი, კოლეგა. გპირდები, შენი მეგობრები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ,“ – წერს პაატა იმნაძე.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ექიმი ლელა შაშიკაშვილი ორი დღის წინ გარდაიცვალა.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















