16:36 | 2021-10-24 ავტორი: Prime Time

„ნათიამ ბევრი რამ გააკეთა დათოსთვის, იდეალურ ურთიერთობაში იყვნენ, თუმცა ალექსანდრა…” – ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ მაზლზე

„ნათიამ ბევრი რამ გააკეთა დათოსთვის, იდეალურ ურთიერთობაში იყვნენ, თუმცა ალექსანდრა…” – ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ მაზლზე

წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თავის live ჩართვაში ე.წ. ფოლოვერების კითხვებს კოდუა-პაიჭაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პასუხობს.

 

ჟორჟოლიანი ალექსანდრასაც და დათო კოდუას ყოფილ ცოლსაც – ნათია გედევანიშვილს სოლიდარობას უცხადებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ნათია მეუღლეს ყოველთვის მხარში ედგა და წყვილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა…

 

“ნათია არაჩვეულებრივი გოგოა, მას წლებია ვიცნობ. ძალიან ბევრი კარგი თვისება აქვს. ძალიან ბევრი რამ გააკეთა დათოსთვის, ბავშვებისთვის, ის არაჩვეულებრივი დედაა, ძალიან კარგი მეგობარია. კარგად მახსოვს, დათოს გვერდში როგორ ედგა. როცა მე მათ ვიცნობდი, იდეალურ ურთიერთობაში იყვნენ.

 

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალექსანდრა ბედნიერი არ უნდა იყოს, უბრალოდ ყველა ქალმა ერთმანეთი უნდა დავაფასოთ, სოლიდარულები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, სად გადის ჩვენი და სხვისი პირადი ცხოვრება…” – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

შეგახსენებთ, ნანუკა ჟორჟოლიანი დათო კოდუას ყოფილი რძალია. ის ქორწინებაში იმყოფებოდა ირაკლი კოდუასთან.

 

ნახეთ სხვა სიახლეები:

 

„რომ მცოდნოდა რა მელოდა“ – რას წერდა გარდაცვლილი ქალი ვაქცინაზე?

 

რატომ იმყოფებოდა ამირან გამყრელიძე სხვა პირებთან ერთად ძალადობის მსხვერპლთა ცენტრში 

 

„შეიძლება მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ“ – გიორგი ფხაკაძე

 

+18 როგორ იპოვეს მოკლული ანასტასია შატალოვა 

 

2 სახლი მოსკოვში, 8 სახლი თბილისში, ვილა კანარის კუნძულებზე და აგარაკი გონიოში – სენაკის მერობის კანდიდატის ქონება

ავტორი: Prime Time

X