13:08 | 2020-08-09 ავტორი: Prime Time

ნათლობიდან რომ წამოსულა, მანქანით დადევნებიან… – რა მოხდა ტყიბულში, სადაც თერჯოლელი კაცი ჩაცხრილეს

ნათლობიდან რომ წამოსულა, მანქანით დადევნებიან… – რა მოხდა ტყიბულში, სადაც თერჯოლელი კაცი ჩაცხრილეს

ტყიბულში მოკლული თერჯოლელი ზაურ სოფრომაძე გუშინ ნათლობაზე იმყოფებოდა. სუფრის დასრულების შემდეგ ის ტყიბულის გამოსასვლელთან მანქანაში ჩაცხრილეს.

 

„მე როგორც ვიცი, ნასვამი იყო თავად მოკლული და ვიცი ისიც, რომ ეს ადამიანი წარსულში ნასამართლევი იყო. ნათლობიდან რომ წამოსულა, მანქანით დადევნებიან და ეს შემთხვევა მოხდა. “- აცხადებენ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადგილობრივები.

 

ცნობისთვის, გუშინ, ტყიბულში მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 20-მდე ტყვია ესროლეს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ავტორი: Prime Time

X