16:44 | 2020-03-09 ავტორი: Prime Time

NATO-ს შტაბბინაში კორონავირუსი დაფიქსირდა

NATO-ს შტაბბინაში კორონავირუსი დაფიქსირდა

NATO-ს შტაბბინაში კორონავირუსი დაფიქსირდა. ვირუსი ბრიუსელის ოფისში მომუშავე 1 ადამიანს გამოუვლინდა. NATO-ში მომუშავე ჩრდილოეთ იტალიაში იყო სამოგზაუროდ. მან თავი ცუდად იგრძნო და შემდეგ ვირუსზე ტესტი ჩაუტარდა, პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა. ახლა ის საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას NATO-ს“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

 

ტესტის პასუხის მიღებიდან რამდენიმე წუთში NATO-ს შტაბში მომუშავე ყველა ადამიანი ინფორმირებული იყო მომხდართან დაკავშირებით, რადგან მაქსიმალურად მომხდარიყო ვირუსის გავრცელების პრევენცია.

ავტორი: Prime Time

X