
„ნაცების“ პანაშვიდზე მივდივართ, – ამის შესახებ შიდა ქართლში მცხოვრები მარეხი ყამბეგაშვილი აცხადებს.
„ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე მივდივარ, რომ შაბათს, ხომ იცი, რაც მოხდება, არა? დღეები გეთვლებათ, რომ გამოასვენებენ-ხოლმე მიცვალებულს. პანაშვიდეზე მივდივართ „ნაცების“, – განაცხადა ყამბეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ მარეხ ყამბეგაშვილის ემოციურად ნათქვამი ფრაზა „კასპი ტატამია, ტატამი“ მთელ ინტერნეტ თუ სატელევიზიო სივრცეს მოედო. მას დაპირისპირება სპორტსმენ ოლეგ იაძესთან ჰქონდა. ის იმ პერიოდში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















