13:28 | 2020-05-13 ავტორი: Prime Time

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას დახმარების არასწორ გადანაწილებაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას დახმარების არასწორ გადანაწილებაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა, ადგილობრივი ხელისუფლება, პანდემიის პერიოდში, სასურსათო პაკეტების არასწორად გაცემაში დაადანაშაულა.

 

ბოტკოველის განცხადებით, სასურსათო დახმარება შეძლებულმა ოჯახებმაც მიიღეს და ბევრი გაჭირვებული შემწეობის გარეშე დარჩა.

 

„ჩვენ მივმართავთ სამხარეო ადმინისტრაციას, მოგვცეს საჯარო ინფორმაცია, რა ნიშნით შეარჩიეს ეს ოჯახები და რატომ დარჩნენ დახმარების გარეშე, მართლაც გაჭირვებული ადამიანები. ვითხოვთ, მონაცემებს ყველა მუნიციპალიტეტის შესახებ“,- განაცხადა ბოტკოველმა.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუმარტეს, რომ ის საჯარო ინფორმაციას, კანონით გათვალისწინებული წესით მიიღებს.

 

„ჩვენ გავერკვევით და რაც კანონით გათვალისწინებულია, ყველა ინფორმაციას მოგცემთ“,- განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, პლატონ კალმახელიძემ.

 

კახეთის რეგიონში სასურსათო დახმარება, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ეტაპობრივად გაიცა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X