17:29 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

„ნაციონალური მოძრაობა” მთელი ეს პერიოდი ასრულებდა შარლ მიშელის ხელშეკრულების უკლებლივ ყველა პუნქტს – სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა” მთელი ეს პერიოდი ასრულებდა შარლ მიშელის ხელშეკრულების უკლებლივ ყველა პუნქტს – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა” მთელი ეს პერიოდი შარლ მიშელის ხელშეკრულების უკლებლივ ყველა პუნქტს ასრულებდა, მიუხედავად მისი არასრულყოფილებისა.

 

„ქართულმა ოცნებამ” ფეხქვეშ გათელა ყველა თავისი ვალდებულება. ამჯერად, უკვე ევროკავშირის რეფერენდუმი გარდაიქმნება საერთო, სახალხო რეფერენდუმად – ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე,“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

აქ ისტორია ყალბდებოდა - რას წერდა ვიოლა ფონ კრამონი სააკაშვილის მთავრობაზე?
2021-07-29აქ ისტორია ყალბდებოდა - რას წერდა ვიოლა ფონ კრამონი სააკაშვილის მთავრობაზე?

 

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

 

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, მაგრამ უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ ევროკავშირს, პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, დანიელსონს, კელი დეგნანს და განსაკუთრებული მადლობა კარლ ჰარცელს. ამ შეთანხმებაში არის ერთი პუნქტი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი არის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ხელმოწერას ამ დოკუმენტზე ვერ დავსვამთ, თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან მიმართებაში ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით საკანონმდებლო საკითხების გადაწყვეტაში და ვიბრძოლებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომ ეს მავნებლობა, რომელსაც ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან და უკვე დაარღვიეს არაერთი შეთანხმება, შევბოჭოთ და არ მივცეთ გასაქანი დამატებით მავნებლობას“ , – ამბობდა ნიკა მელია.

ავტორი: Prime Time

X