
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, ანა წითელაძე აცხადებს, რომ მათ ქუთაისში მანქანები დაულეწეს.
„სანამ ქუთაისში გრიგოლ ვაშაძე ხალხს ხვდებოდა, გარეთ ჩვენი მანქანები დალეწეს ნაძირალა ნაბიჭვრებმა. (ვითომ შემთხვევით დაილეწა 5 მანქანა) აბა, თუ გამოიძიებენ უნდა შევხედო!!!
ეს იქნება მთელი საარჩევნო კამპანია. მათ შორის დალეწილია გიორგი პატარაიას და დიმიტრი შაშკინის მანქანები” – წერს ანა წითლიძე.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო.






















