17:24 | 2021-11-01 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს.

 

„დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს არა მხოლოდ არჩევნები და მომავალი მოპარა, არამედ ცდილობს, რომ საქართველო დააბრუნოს პრორუსულ ორბიტაზე, ინსტიტუტები გვჭირდებოდა იმისათვის, რომ გამოგვეყენებინა პლატფორმა საუბრისთვის, მაგრამ ახლა კარგავს აზრს, რადგან ქვეყანა არის მიტაცებული, ძირითადად, ერთი ადამიანის ხელში და ახლა ამ ინსტიტუტებში ყოფნა და რამის გახმოვანება არის ძალიან საეჭვო.

 

ვფიქრობ, პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება. ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე, ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტში “ქართული ოცნება” ცდილობს, გაატაროს ის ხაზი, რაც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება. ვთლი, სწორი იყო მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და ამ მაგალითს უნდა მივბაძოთ. პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია, ეს პარლამენტი არის ცირკი, თეატრი და ამ თეატრში მონაწილეობა არის მიუღებელი”, – აცხადებს ნონა მამულაშვილი.

 

ასევე ნახეთ:

 

სოფო ნიჟარაძე არჩევნებზე მივიდა – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი 

 

​რევოლუციის დროა – მაია დარსმელიძე 

 

ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

 

ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ

 

თავში მუშტი ჩამარტყეს და იქვე გავითიშე, მეგობარს კი ეუბნებოდნენ, მაგ საყურეს ე.წ. ბრტყელტუჩათი დაგაგლიჯავთო – რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ უბანზე

 

ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X