17:35 | 2021-12-16 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარით დაადასტურა, რომ პატივს არ სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს – შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარით დაადასტურა, რომ პატივს არ სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს – შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარით დაადასტურა, რომ პატივს არ სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს”,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ფარისევლობას მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“.

 

ისინი პრეზიდენტს მიმართავენ სხვადასხვა საკითხზე და ახლა იმით, რომ მონაწილეობას არ იღებენ, აჩვენებენ უპატივცემულობას პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუტის მიმართ და აჩვენებენ საკუთარ დამოკიდებულებას სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების და საერთოდ პოლიტიკური კლიმატის მიმართ. ეს ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციაზე ორიენტირებული ძალა.

 

ჩემი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კონფლიქტშია საბაზისო პრინციპებთან, დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან იმით, რომ არ აღიარებენ არჩევნებს და სასამართლო გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება შერიგებას, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეურიგდეს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

დღეს სალომე ზურაბიშვილი პარტიებს საახალწლო მიღებაზე ეპატიჟება.

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X