18:16 | 2020-03-02 ავტორი: Prime Time

ნაწყენი ვარ! ის, რაც გვარამიამ იკადრა… – ამირან გამყრელიძე

ნაწყენი ვარ! ის, რაც გვარამიამ იკადრა… – ამირან გამყრელიძე

ცუდია, როცა დაუმსახურებლად გიკეთებენ ამას. ბევრი ტალახი ისროლა გუშინ, პირადად მან, – ნიკა გვარამიას შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ ექიმებს, რომლებიც გადაცემაში სტუმრად იყვნენ და ნიკა გვარამიას არ აჰყვნენ.

 

„გიმალავთ რამეს? არის რომელიმე კითხვა, რაზეც პასუხს არ გცემთ. ვიქცევი ცუდად? პირდაპირ მითხარით. ვიყავით იმისი ღირსი დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რაც ჟღერდება ამასთან დაკავშირებით. მოკლედ გეტყვით, არ მინდოდა ამაზე საუბარი. ის რაც გუშინ, ბატონმა გვარამიამ იკადრა პირადად ჩემს მიმართ. მე მიჩვეული ვარ ტალახის სროლას. დიდი გზა მაქვს გავლილი და ტალახიც უსროლიათ. ვიღაცას ვუქივარ და ა.შ. ვიცი, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყნას და ამ დროს, შეიძლება ტალახიც გესროლონ. მაგრამ ცუდია, როცა დაუმსახურებლად გიკეთებენ ამას. ბევრი ტალახი ისროლა გუშინ, პირადად მან. (გვარამია). მადლობა მინდა ვუთხრა, იმ ექიმებს, ვინც იმ გადაცემაში ისხდნენ არც ერთი არ აჰყვა. ისინი პროფესიონალები არიან.

 

გუშინ წინ მე მას დავთანხმდი, როცა ნიკა მელაპარაკა, რომ მის ეთერში მივიდოდი და ვისაუბრებდი, როგორც ბევრგან. ვისაუბრებდი იმაზე, რაც დღეს მიმდინარეობს. ოღონდ პირობით, რომ ამ შოუს პოლიტიკური სარჩული არ ექნებოდა. არ მინდა პოლიტიკური კომენტარი. 2004 წლის შემდეგ, პოლიტიკურ კომენტარებს აღარ ვაკეთებ,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, გუშინ, „მთავარ აქცენტებში“ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ამირან გამყრელიძე გადაცემაში სტუმრად უნდა ჰყოლოდა.

 

„ერთი საათი უნდა დაგვეთმო მისთვის, რომ მოსახლეობასთან ელაპარაკა. ესეც თქვენი ექიმი, საჯარო მოხელე. თუ შეგრჩათ იოტი პატივისცემა ძალიან ოპტიმისტი ხართ. მე მათ რიგებს არ მივეკუთვნები. მე პატივისცემა არ შემრჩა. მას მიჰყვა პაატა იმნაძე. როცა სჭირდებათ, რეიტინგი მოაქვთ კლიპები და უფასოდ გავრცელებინებენ“.

ავტორი: Prime Time

X