13:08 | 2020-10-27 ავტორი: Prime Time

ნაცმოძრაობა და მისი დანაყოფები ამოწმებენ, რამდენად წაყვებათ ხალხი იარაღთან ურთიერთობაზე – წულუკიანი

ნაცმოძრაობა და მისი დანაყოფები ამოწმებენ, რამდენად წაყვებათ ხალხი იარაღთან ურთიერთობაზე – წულუკიანი

„ევროპული საქართველოს“ დაკვეთით კვლევითი ორგანიზაცია „აიპიემი“ მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებს, სადაც ერთ-ერთი კითხვა ასეთია – რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი, თუ მოხდება ხმების მიტაცება?

 

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ამ კითხვაზე ერთ-ერთი პასუხი შეიარაღებულ დაპირისპირებას ეხება, კერძოდ – მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური, ან შეიარაღებული დაპირისპირება.

 

ამ საკითხზე კომენტარი მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმაც გააკეთა და აღნიშნა:

 

„არსებობს გარკვეული სურვილები, რომელსაც სხვაგვარად სქემა ჰქვია. სქემა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაგეგმოს ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ თავინთი საქმიანობა არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ იმისათვის, რომ არ შეეგუონ არსებულ რეალობას.

 

ერთი რამ ცხადია – ყველა კვლევა მოწმობს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს.

 

რა თქმა უნდა მათ აქვთ გეგმა. როგორც ჩანს, „აიპიემის“, თუ მათთან დაახლოებული სხვა კვლევითი ორგანიზაციების მეშვეობით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სხვადასხვა დანაყოფი, „ევროპული საქართველო“ თუ სხვა, ამოწმებენ ხალხის განწყობას, თუ რამდენად წაყვება ხალხი იარაღთან ურთიერთობაზე.

 

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ქვეყანაში, მანამ სანამ „ქართული ოცნება“ არის მმართველი პარტია არავითარი პროვოკაცია და რადიკალაზაცია არ იქნება დაშვებული. ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებს, მომავალ წლებშიც ასევე სტაბილურად და მშვიდობიანად განვავითარებთ ქვეყანას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი: Prime Time

X